GEO ENG
 

 







 

ახალი ამბები
2012-10-23

საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი (TTCG) აცხადებს ტექნოლოგიების გადაცემისა და ინოვაციების კონკურსს InnoGeorgia. TTCG-ი პროფესიონალური ორგანიზაციაა, რომელიც საშუამავლო მომსახურებას ახორციელებს ტექნოლოგიების მომხმარებლებს (კომპანიებს) და მომწოდებლებს (უნივერსიტეტები და სამეცნიერო დაწესებულებები, ან საწარმოები) შორის და სთავაზობს ტექნოლოგიების გადაცემის საუკეთესო მომსახურებას.

>>>
2012-10-16
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე ა.წ. 5 სექტემბერს დაიდო ინფორმაცია ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსებიდან ხარვეზიანი პროექტების მოხსნის თაობაზე ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2012 წლის 15 აგვისტოს მე-11 სხდომის გადაწყვეტილების შესახებ.
>>>
2012-09-29

ბათუმის ახლადგახსნილ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა ფორუმი გაიმართა.

>>>
2012-09-27

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი 2012” დასკვნითი ტური გაიმართა.

>>>
2012-09-26

2012 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში ნოემბერ-დეკემბრის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის შემოსული 34 განაცხადიდან საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 19 მეცნიერი შეარჩია.

>>>
2012-09-20

დამთავრდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2012 წლის საგრანტო კონკურსი.

>>>
2012-09-18

აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF Global) და საქართველოს კვლევებისა და განვითარების ფონდი (GRDF) აცხადებენ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს ”Peer Review and Sustainable Science for Georgia” პროგრამის ფარგლებში. (საპროექტო წინადადებები უნდა გაიგზავნოს CRDF-ში).

>>>
2012-09-12

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თარგმნის პირველი საერთაშორისო სკოლის მსმენელებს სერთიფიკატები გადასცა. 50-მა ქართველმა და უცხოელმა მსმენელმა თარგმნის საზაფხულო სკოლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ბაზაზე გაიარა.

>>>
2012-09-11

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩის” საერთაშორისო განაცხადების მიღების ვადებს აგრძელებს.

>>>
2012-09-05

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში დარეგისტრირდა 814 განაცხადი, აქედან ფუნდამენტურ კვლევებში 584, ხოლო გამოყენებით კვლევებში 230 განაცხადი.

>>>
[1]... > [43] > [44] > [45] > [46] > [47] > [48] > [49] ... > [71]