GEO ENG
 

 







 

2012-10-16

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე ა.წ. 5 სექტემბერს დაიდო ინფორმაცია ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსებიდან ხარვეზიანი პროექტების მოხსნის თაობაზე ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2012 წლის 15 აგვისტოს მე-11 სხდომის გადაწყვეტილების შესახებ.

მოსახსნელ პროექტებს შორის იყო გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში შემოტანილი ის საკონკურსო განაცხადება, რომლებშიც ზედნადები ხარჯები აღემატებოდა ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 10 %-ს.

ფონდის ვებგვერდზე განთავსებული საკონკურსო წინადადების შევსებისათვის გათვალისწინებული დამხმარე ინსტრუქციის თავდაპირველი ვერსია, ტექნიკური უზუსტობის გამო, შეიცავდა მცდარ მითითებას აღნიშნული საკითხის ირგვლივ.

სამეცნიერო საბჭომ დამატებით იმსჯელა ზემოაღნიშნული გარემოების შესახებ. ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2012 წლის 15 ოქტომბრის მე-14 სხდომის გადაწყვეტილებით გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსში მონაწილე იმ კონკურსანტებს, რომლებმაც ზედნადები ხარჯები იანგარიშეს პროექტის ჯამური ბიუჯეტიდან და არა ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 10%-ის მიხედვით, მიეცა კონკურსში მონაწილეობის უფლება. ამასთან, აღნიშნული პროექტების გამარჯვებულად გამოვლენის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების დადებამდე მოხდბა პროექტების ბიუჯეტებში შესაბამისი ცვლილების შეტანა, კერძოდ, ზედნადები ხარჯის მოცულობა შესაბამისობაში მოვა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ” დებულებასთან.

share