GEO ENG
 

 







 

2012-09-29
საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა ფორუმი

ბათუმის ახლადგახსნილ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები და საქართველოში მოღვაწე 80 მკვლევარი.

უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები საქართველოს აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან სამეცნიერო მოხსენებებით წარსდგნენ. სტუმრები გაეცნენ სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში განხორციელებულ სიახლეებსა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე კვლევით საქმიანობას.

ფორუმის მიზანი იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სამეცნიერო პოტენციალის მოზიდვა, მათი გამოცდილებისა და კონტაქტების დახმარებით საქართველოს კვლევითი საქმიანობის განვითარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა.

სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უცხოეთში მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა საქართველოს ინტელექტუალურ და სამეცნიერო ცხოვრებაში ჩართვის მიზნით, არაერთ საგრანტო კონკურსს ახორციელებს. ამ მიმართულებით ჩამოყალიბდა და უკვე მიმდინარეობს ახალი კონკურსებიც, რომელთა იდეა ორი წლის წინ გამართულ ანალოგიურ ფორუმზე დაიბადა.

share