GEO ENG
 

 







 

2012-10-23

საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი (TTCG) აცხადებს ტექნოლოგიების გადაცემისა და ინოვაციების კონკურსს InnoGeorgia. TTCG-ი პროფესიონალური ორგანიზაციაა, რომელიც საშუამავლო მომსახურებას ახორციელებს ტექნოლოგიების მომხმარებლებს (კომპანიებს) და მომწოდებლებს (უნივერსიტეტები და სამეცნიერო დაწესებულებები, ან საწარმოები) შორის და სთავაზობს ტექნოლოგიების გადაცემის საუკეთესო მომსახურებას.

InnoGeorgia მიზნად ისახავს იმ კომპანიების დახმარებას, რომლებსაც ინოვაციური პროექტის იდეები აქვთ, მაგრამ მათ განსახორციელებლად არ გააჩნიათ საკმარისი ნოუ-ჰაუ და ფინანსური საშუალებები. კონკურსის სპონსორია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2012 წ. 11 ნოემბერი. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.sakpatenti.org.ge

share