სსიპ „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გენერალური დირექტორის სულხან სისაურის 1 მარტის #12 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ საბოლოო შედეგები გამოცხადდება ამა წლის 5 მაისს.
ფიზიკისა და მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის მესამე და მეოთხე ტურის შედეგები და შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა ნაშრომები იხილეთ ბმულ ფაილებში.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 30 აპრილსა და 1 მაისს, ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლაში ფიზიკისა და მათემატიკის შესარჩევი მესამე და მეოთხე ტური გაიმართა.
30 აპრილს სასტუმრო “ვერე პალასში” ჩატარდა პროექტის სადემონსტრაციო დღე. რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ გერსამიამ, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, გ.ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის და ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლებმა და სხვ.
2011 წლის 30 აპრილს და 1 მაისს ფიზიკისა და მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი III და IV ტური ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლაში გაიმართება (მისამართი: მელიქიშვილის ქ. №2).
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 16-17 აპრილს გამართული ფიზიკის, მათემატიკისა და ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი I და II ტურების შეფასების შედეგად, 2011 წლის 20 აპრილს, ფონდში შემოვიდა სააპელაციო განაცხადები.
კონკურსის მიზანია, შეარჩიოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს უკრაინაში (მტცუ) შორის შეთანხმებული შემდეგი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან:
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 16-17 აპრილს, ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლაში ბიოლოგიის შესარჩევი პირველი და მეორე ტური გაიმართა.