GEO ENG
 

 







 

ახალი ამბები
2016-01-18 მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და დაეხმაროს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციას. >>>
2016-01-15 საკონფერენციო გრანტების კონკურსის  მიზანია, ხელი შე­უწყოს საქართველოში საერთაშორისო და რეგიონული სა­მეც­ნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპო­ზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვ­ლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარი­ზა­ციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებუ­ლებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას. >>>
2016-01-11

კონკურსის მიზნებია:
ახალგაზრდა მეცნიერთათვის და სტუდენტებისათვის სამეცნიერო სეზონური სკოლების/ბანაკების ორგანიზება და არსებულ სეზონურ სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა; ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვა, ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლება, კვლევის მეთოდებში ტრენინგის, ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებისა და  ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისება; საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.

>>>
2016-01-11

2015 წელს 23 ოქტომბერს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინურ სკოლაში დაარსდა საქართველოს შემსწავლელი კვლევების პროგრამა. 12 ნოემბერს, ხელი მოეწერა ოქსფორდის უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ყოველწლიურად 2 მკვლევარი დაფინანსდება 12 თვიანი კვლევითი მივლინებით ოქსფორდის უნივერსიტეტში. მიწვეული მკვლევარი შეირჩევა საკონკურსო წესით უნივერსიტეტისა და ფონდის გაერთიანებული კომისიის მიერ. 

>>>
2015-12-31

2015 წლის 29 დეკემბერს,  სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდი  კონფერენცია "სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2015 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები".

>>>
2015-12-30

2016 წლის 4 იანვრიდან 10 თებერვლამდე გამოცხადდება შემდეგი კონკურსები და პროგრამები:

1.        ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსი (YS);

2.        ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი (TG – I ნაკადი);

3.        ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტისსაქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსი (UO GSP);

4.        საერთაშორისო კონფერენციების საგრანტო კონკურსი (CONF);

5.        სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსი (SS);

6.        ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსი (IG);

7.        მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ (LEO);

8.        მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურს (MR).

>>>
2015-12-30
>>>
2015-12-28

2015 წლის 29 დეკემბერს, 9:30-18:00 საათზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აწყობს კონფერენციას "სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2015 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები". კონფერენცია გაიმართება სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“.

>>>
2015-12-21

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2015 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოს და იტალიელ მეცნიერებსა და სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ორი ქვეყნის მკვლევართა მობილობის მხარდაჭერა.

>>>
2015-12-18

18 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა  მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებული ინოვაციური პროექტების ავტორები დააჯილდოვეს. საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ინოვაციური ნამუშევრების ავტორებმა დამთვალიერებელს საკუთარი გამოგონების პრეზენტაციებ წარუდგინეს.

>>>
[1] > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] ... > [71]