GEO ENG
 

 







 

ახალი ამბები
2015-12-03

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა შეხვედრა საქართველოში  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური განყოფილების უფროსი  დუაით ნაისტრომი და პოლიტიკური/ეკონომიკური ოფიცერი ანტონიო კამპილო-ჰერნანდესი.

>>>
2015-12-01

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი ,,კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ სავარაუდოდ  გამოცხადდება დეკემბერ-იანვარში.

>>>
2015-11-30

საერთაშორისო პრემია დაწესდა ივან ფრანკოს სახელობის საერთაშორისო ფონდის მიერ, რომლის დამფუძნებელია უკრაინელი პოეტის, ივან ფრანკოს შვილიშვილი - რონალდ ფრანკო. ფონდის საბჭოს შემადგენლობაში არიან მეცნიერები როგორც  უკრაინიდან, ასევე გაერთიანებული სამეფოდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან და პოლონეთიდან.

>>>
2015-11-27

2015 წელს 23 ოქტომბერს ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინურ სკოლაში დაარსდა საქართველოს შემსწავლელი კვლევების პროგრამა. 12 ნოემბერს ხელი მოეწერა ოქსფორდის უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ყოველწლიურად 2 მკვლევარი დაფინანსდება 12 თვიანი კვლევითი მივლინებით ოქსფორდის უნივერსიტეტში. მიწვეული მკვლევარი შეირჩევა საკონკურსო წესით უნივერსიტეტისა და ფონდის გაერთიანებული კომისიის მიერ. 

>>>
2015-11-26

დღეს, 26 ნოემბერს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის (ISTC)  წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილე - მანანა (მაკო) მიქაბერიძე, სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ნინო გაჩეჩილაძე, ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ხატია ანანიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი - ნიკოლოზ ბაქრაძე.

>>>
2015-11-26

დღეს, 26 ნოემბერს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს (SRNSF), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს ,,საქპატენტს“ შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

>>>
2015-11-20

2015 წელს 23 ოქტომბერს ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდიციპლინური სკოლაში დაარსდა საქართველოს შემსწავლელი კვლევების პროგრამა. 12 ნოემბერს ხელი მოეწერა ოქსფორდის უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ყოველწლიურად 2 მკვლევარი დაფინანსდება 12 თვიანი კვლევითი მივლინებით ოქსფორდის უნივერსიტეტში. მიწვეული მკვლევარი შეირჩევა საკონკურსო წესით უნივერსიტეტისა და ფონდის გაერთიანებული კომისიის მიერ. 

>>>
2015-11-20  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აგრძელებს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგად დაფინანსებული პროექტების  საჯარო პრეზენტაციების სერიას. >>>
2015-11-19

საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა მზაობა გამოხატა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით მკვლევართა მობილობის ხელშემწყობი ერთობლივი პროგრამის განვითარებაზე და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის ,,ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში კოლაბორაციის გაძლიერებაზე.  

>>>
2015-11-19  

მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, ბელგიის სამეფოში, ქ. ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის ,,ჰორიზონტი 2020“ კოორდინატორთა შეხვედრა.>>>

[1] > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] ... > [71]