2015-10-16
2015 წლის 16 ოქტომბერს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა პრეზენტაცია ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების პროგრამულ და ფინანსურ მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებზე.
გრანტის მიმღებებს ასევე ჩაუტარდათ ტრენინგი მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში მუშაობასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ დაფინანსებული გრანტების სამეცნიერო ხელმძღვანელები და საბუღალტრო მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ფონდის სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პასუხი გასცეს გრანტიორთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
>>>