GEO ENG
 

 







 

2015-10-23
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა „ლეონარდო და ვინჩის“ 2015 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულმა მოსწავლეებმა   საკონკურსო განაცხადი უნდა დაარეგისტრირონ ფონდის ელექტრონულ ბაზაში (www.rustaveli.org.ge). ფონდის ელექტრონულ ბაზაშივე უნდა აიტვირთოს პროექტის აღწერილობისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის ან/და ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილები (ფოტოები). დასაშვებია ნახაზების დასკანერებული ვარიანტის ატვირთვა. ელექტრონულ ბაზაში (ასატვირთ ფაილებში)  ასევე უნდა აიტვირთოს ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედემხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები.

განაცხადის დარეგისტრირების შემდგომ მონაწილეებმა უნდა ამობეჭდონ შევსებული „განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ და ხელმოწერილი სახით (საილუსტრაციო ნახაზთან /მოდელთან/მაკეტთან ერთად) წარადგინონ ფონდში, ხოლო რეგიონებში მცხოვრებმა მონაწილეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში.  მეორე ეტაპზე საკონკურსო კომისია შეარჩევს ფინალისტებს  და საკონკურსო გამოფენაზე  გამოავლენს გამარჯვებულებს.

 შეავსეთ „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ მიუთითეთ სარეგისტრაციო შიფრი, რომელიც მოგენიჭებათ პროექტის წარდგენის შემდეგ და ამობეჭდეთ.

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ჩააბარეთ ფონდის კანცელარიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, მ.ალექსიძის ქ.1, III სართული, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

კონკურსის მეორე ეტაპზე, საკონკურსო განაცხადების ფონდის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის, გამოგონების აღწერილობისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების ატვირთვა შესაძლებელი იქნება 2015 წლის 26 ოქტომბრიდან    2015 წლის  30 ნოემბრის    17:00 სთ-მდე. აღნიშნული ვადის შემდგომ ფონდის ელექტრონული ბაზა დაიხურება განაცხადების რეგისტრაციისათვის.

 

 ხელმოწერილი „განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ისევე, როგორც საილუსტრაციო ნახაზი/მოდელი/მაკეტი რაიონულ რესურს-ცენტრში, ან ფონდის კანცელარიაში  წარდგენილი უნდა იყოს არაუგვიანე  2015 წლის 1 დეკემბერის  18:00 საათამდე.

 

 მეორე ეტაპზე საკონკურსო კომისია შეარჩევს ფინალისტებს  არაუგვიანეს 2015 წლის 10 დეკემბრისა.

 

                საკონკურსო კომისია  საკონკურსო გამოფენაზე  გამოავლენს გამარჯვებულებს     არაუგვიანეს  - 2015 წლის 18 დეკემბერისა.

 

·         მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართალეონარდო და ვინჩის  2015 წლის კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული პროექტების რანჟირებული სია

·         კონკურსის პირობები

·      კონკურსის მეორე ეტაპზე წარსადგენი პროექტის აღწერილობა

·         კონკურსის მეორე ეტაპზე შესაფასებელი კრიტერიუმები

 

ფონდის ელ. ბაზაში რეგისტრაციის შეფერხების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ მარიამ ვარდიშვილს;  მობ.: 570101321; ელ. ფოსტა: vardishvili@rustaveli.org.ge

share