სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 24-27 ნოემბრის პერიოდში გამოაცხადებს ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსს.
2015 წელს 23 ოქტომბერს ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდიციპლინური სკოლაში დაარსდა საქართველოს შემსწავლელი კვლევების პროგრამა. 12 ნოემბერს ხელი მოეწერა ოქსფორდის უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ყოველწლიურად 2 მკვლევარი დაფინანსდება 12 თვიანი კვლევითი მივლინებით ოქსფორდის უნივერსიტეტში. მიწვეული მკვლევარი შეირჩევა საკონკურსო წესით უნივერსიტეტისა და ფონდის გაერთიანებული კომისიის მიერ.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება კვლევითი პროექტები ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის (http://www.area-studies.ox.ac.uk/), რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების განყოფილების (http://www.rees.ox.ac.uk) ყველა სამეცნიერო მიმართულებით, რომელიც ეხება საქართველოს: ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, ხელოვნება, რელიგია, საზოგადოება და კულტურა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს განაცხადი ინგლისურ ენაზე:
1. კვლევითი პროექტი [არაუმეტეს1800 სიტყვა)
2. ავტობიოგრაფია (CV, არაუმეტეს 2 გვერდისა)
3. სამი რეკომენდატორი შემდეგი ინფორმაციის მითითებით: სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი).
კონკურსი გამოცხადდება 24-27 ნოემბრის კვირაში. დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობებისა და ვადების შესახებ დაიდება კონკურსის გამოცხადებასთან ერთად.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!