GEO ENG
 

 







 

2015-12-31
კონფერენცია -"სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2015 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები"

2015 წლის 29 დეკემბერს,  სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  კონფერენცია "სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2015 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები".

კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, სსიპ-ების ხელმძღვანელები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები, პრორექტორები, სამეცნიერო დეპარტამენტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, საერთაშორისო სამეცნიერო სააგენტოებისა და პროგრამების ეროვნული საკონტაქტო პირები და მეცნიერების განვითარების საკითხებით დაინტერესებული სამიზნე ჯგუფები.

კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 2015 წელს ფონდის წლიური ანგარიში. ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მარინე ჩიტაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო 2015 წლის შედეგები და 2016 წლის გეგმები და პრიორიტეტები. კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო სამუშაო ჯგუფებში მუშაობას, სადაც თემატურად, ინტერესების სფეროს შესაბამისად,  გადანაწილდა სამიზნე აუდიტორია. სამუშაო ჯგუფებში განიხილეს: ფონდის ძირითადი გამოწვევები-კვლევითი გრანტები; საკონკურსო კომისიებში მუშაობა და შეფასების კრიტერიუმები; საერთაშორისო გრანტები და საქართველოს მეცნიერთა ჩართულობა საერთაშორისო პროგრამებში.

share