GEO ENG
 

 







 

2015-12-28
"სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2015 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები"

                                       

კონფერენცია

2015 წლის 29 დეკემბერს, 9:30-18:00 საათზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აწყობს კონფერენციას "სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2015 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები". კონფერენცია გაიმართება სასტუმრორედისონ ბლუ ივერიაში“. 

 

კონფერენციის მიზანია საზოგადოებას გააცნოს 2015 წელს ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების  ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობით განხორციელებული კვლევების შედეგები; კვლევითი პროექტების მიმდინარეობისას წარმოჩენილი პრობლემების, საკონკურსო კომისიების მუშაობისა და შეფასების კრიტერიუმები; საერთაშორისო გრანტები და საქართველოს მეცნიერთა ჩართულობა საერთაშორისო პროგრამებში .

კონფერენციაზე მოწვეულია 250 სტუმარი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, პარლამანეტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და მოადგილეები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები, პრორექტორები, სამეცნიერო დეპარტამენტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, საერთაშორისო სამეცნიერო სააგენტოებისა და პროგრამების ეროვნული საკონტაქტო პირები და მეცნიერების განვითარების საკითხებით დაინტერესებული სამიზნე ჯგუფები.

კონფერენცია გაგრძელდება მთელი დღის მანძილზე. იმუშავებს სამი სესია. თითოეული სესიის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

იხილეთ კონფერენციის პროგრამა

·         თარიღი - 29 დეკემბერი, 2015 წ.

·         რეგისტრაცია - 9:30 – 10:00 სთ.

·         კონფერენციის დასაწყისი - 10:00 სთ.

·         ადგილი: რედისონ ბლუ ივერია, I სართული, საკონფერენციო დარბაზი

    მისამართი: 1 ვარდების რევოლუციის მოედანი;

·         სამუშაო ენა: ქართული .

share