სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში
კონკურსის მიზანია, შეარჩიოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს უკრაინაში (მტცუ) შორის შეთანხმებული შემდეგი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან:
ა) ბიოტექნოლოგიები და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
ბ) ახალი მასალები და ნანოტექნოლოგიები;
გ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12, 18 ან 24 თვე.
ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 35 000 დოლარის ეკვივალენტს ლარში.
პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნებას 2011 წლის 19 აპრილიდან 2011 წლის 2 მაისის 24 საათამდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის „პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 5 მაისის 13 საათისა. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.
დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:
პროგრამის კოორდინატორი თედორე დოლიძე
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: ალექსიძის ქ. N1, III სართული
ტელ: 877 75 71 73;
ელ-ფოსტა: dolidze@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge