2011-07-15
ქართული ენის სწავლების საკითხებს, არსებულ პრობლემებს, გამოცდილებასა და თანამედროვე გამოწვევებს ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებული და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი.
>>>