საერთაშორისო ოლიმპიადის III და IV ტური გაიმართება
2011 წლის 30 აპრილს და 1 მაისს ფიზიკისა და მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი III და IV ტური ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლაში გაიმართება (მისამართი: მელიქიშვილის ქ. №2).
შესარჩევ ტურებზე მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ 09:00 საათზე და თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, პასპორტი).