მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) – ”ბიზნეს-პარტნიორობის გრანტის - (BPG) “ ფარგლებში აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (სსგფ) აცხადებენ 2011 წლის ერთობლივ კონკურსს.
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტების სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები ჩაერთვებიან. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელობისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსს აცხადებს.
საგრანტო კონკურსის მიზანია: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტურანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის განხორციელების ხელშეწყობა უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერთა ჩართულობის გზით.
ქართული პოსტსაბჭოთა ლიტერატურა კულტურული იდენტობის დისკურსში - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანებული კიდევ ერთი სამეცნიერო კვლევა. კვლევის შედეგებისა და წიგნის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსის მიზანია საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში მომუშავე წარმატებულ თანამემამულეებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო პროფესიული ურთიერთობის ხელშეწყობა.
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგად დარეგისტრირდ 1122 განაცხადი, ფუნდამენტური კვლევებში 786 განაცხადი, ხოლო გამოყენებით კვლევებში 336 განაცხადი.
საგრანტო კონკურსის მიზანია საერთაშორისო საზაფხულო სკოლების ორგანიზება, არსებულ საზაფხულო სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა, ქართული კულტურისა და მეცნიერების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგით დაინტერესებულ უცხოელ სტუდენტთა და მეცნიერთა მოზიდვა.
ევროკავშირის კვლევებისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის (FP7) ეგიდით მიმდინარე პროექტის ფარგლებში - “შავი ზღვის რეგიონში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში კავშირების დამყარება” (BS-ERA.NET), ჩატარდა შავი ზღვის ქვეყნების ერთობლივი საპილოტე კონკურსი რომელშიც მონაწილეობდნენ 11 ქვეყნის მეცნიერთა ჯგუფები.