GEO ENG
 

 







 

2011-12-08

საქართველოსა და გერმანიის კვლევით ინსტიტუტებსა და მეცნიერებს შორის თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იულიხის სამეცნიერო ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

>>>
2011-12-01

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სფეროში ინტეგრაციას.

>>>
2011-12-01

ერთობლივი კონკურსის იუნესკო/კეიზო ობუჩის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერების მიერ, საზღვარგარეთ, 3-9 თვის განმავლობაში, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის განხორციელება.

კონკურსისათვის საქართველოდან მონაწილეთა შერჩევას უზრუნველყოფს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

>>>
2011-11-24

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ მეცხრე სხდომაზე განიხილა საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის 2011 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგად შემოსული განაცხადები. კონკურსის ფარგლებში ფონდში 22 საპროექტო წინადადება შემოვიდა. საბჭოს სხდომაზე გაიმართა აღნიშნული კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადების პრეზენტაციები. სამეცნიერო საბჭომ დასაფინანსებლად 5 პროექტი შეარჩია.

>>>
2011-11-22

იაპონიის ფონდმა გამოაცხადა ინტელექტუალური გაცვლების სასტიპენდიო პროგრამა 2012-2013.
პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ინტელექტუალებს აღმოსავლეთ ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ეწვიონ იაპონიას და აწარმოონ ინდივიდუალური კვლევა შერჩეულ სფეროში, ისევე როგორც ხელი შეუწყოს კავშირების დამყარებასა და გაცვლით საქმიანობას.

>>>
2011-11-22

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.

>>>
2011-11-21

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ”ქართული საბავშვო ფოლკლორის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის 2011 წლის კონკურსს” განაცხადების მიღების ვადებს აგრძელებს.
განაცხადების ფონდში წარდგენა შესაძლებელი იქნება 2011 წლის 24 ნოემბრის 18:00 საათამდე.

>>>
2011-11-18

საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერებმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია დაათვალიერეს. მეცნიერებთან ერთად კვლევითი ცენტრის შესაძლებლობებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური გაეცნენ.

>>>
2011-11-16

შერატონ მეტეხი პალასში საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა ფორუმი გაიხსნა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული ფორუმის მიზანია საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სამეცნიერო პოტენციალის მოზიდვა, მათი გამოცდილებისა და კონტაქტების დახმარებით საქართველოს კვლევითი საქმიანობის განვითარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების და სხვ.

>>>
2011-11-15

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ მეშვიდე სხდომაზე განიხილა სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების 2011 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები. კონკურსის შედეგად შემოვიდა 5 განაცხადი და მათგან დასაფინანსებლად შეირჩა ერთი პროექტი - სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული თამაში - ”ცოდნის გზა”.

>>>
[1] > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] ... > [12]