GEO ENG
 

 







 

2011-11-22
ვიზიტი ინკლუზიურ სკოლა-პანსიონში

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.

სულხან სისაურმა ქ. თბილისის №203 ყრუ და სმენადაქვეითებულთა სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლიტერატურა, გონების სავარჯიშო სპეციალური სათამაშოები, სპორტული ინვენტარი გადასცა და ნუგბარით გაუმასპინძლდა.

თავის მხრივ, სკოლის აღსაზრდელებმა სტუმარს საკუთარი ნამუშევრები დაათვალიერებინეს და რამდენიმე საკონცერტო ნომერი აჩვენეს.

რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა სკოლის აღსაზრდელების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფონდი სხვადასხვა ღონისძიებებით მომავალშიც არაერთხელ დაეხმარება სკოლას.

203-ე სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 162 მოსწავლე სწავლობს, მათგან 105 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს.

share