GEO ENG
 

 







 

2011-12-01
სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს 2012 წლის 20 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სფეროში ინტეგრაციას.

სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.

სამოგზაურო გრანტების ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში წარდგენის ვადები

კონკურსში მონაწილეობისათვის საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში ონლაინ წარდგენა შესაძლებელია 2011 წლის 1 დეკემბრიდან:

  • არა უგვიანეს 2011 წლის 20 დეკემბრისა - 2012 წლის 20 იანვრიდან თებერვლის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;
  • არა უგვიანეს 2012 წლის 26 იანვრისა - 2012 წლის მარტი-აპრილში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;
  • არა უგვიანეს 2012 წლის 15 მარტისა - 2012 წლის მაისი-ივნისში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;
  • არა უგვიანეს 2012 წლის 21 მაისისა - 2012 წლის ივლისი-აგვისტოში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;
  • არა უგვიანეს 2012 წლის 20 ივლისისა - 2012 წლის სექტემბრი-ოქტომბერში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;
  •   არა უგვიანეს 2012 წლის 20 სექტემბრისა - 2012 წლის ნოემბერი-დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის.

ვადის დარღვევით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადები შესაბამისი პერიოდებისათვის საკონკურსოდ არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეებს განაცხადის წარდგენის ბოლო ვადიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ეცნობებათ პასუხი დაფინანსების შესახებ ფონდის ვებ-გვერდის საშუალებით.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით: 

პროგრამის კოორდინატორი ეკეტერინე ბუთლიაშვილი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. #1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220;
ელ-ფოსტა: ekaterine@rustaveli.org.ge

share