GEO ENG
 

 







 

2011-12-01
ახალგაზრდა მეცნიერთათვის 2012 წლის იუნესკო/კეიზო ობუჩის ერთობლივი კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

ერთობლივი კონკურსის იუნესკო/კეიზო ობუჩის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერების მიერ, საზღვარგარეთ, 3-9 თვის განმავლობაში, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის განხორციელება.

კონკურსისათვის საქართველოდან მონაწილეთა შერჩევას უზრუნველყოფს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორანტებს, მასთან გათანაბრებული ან უფრო მაღალი ხარისხის მქონე პირებს. კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 40 წელს და უნდა მუშაობდეს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებით:
ა) გარემო (პრიორიტეტულია წყლის მეცნიერებები);
ბ) კულტურათაშორისი დიალოგი;
გ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
დ) კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ვებ-გვერდზე:http://portal.unesco.org/en/ev.phpURL_ID=14635&URL_DO=DO_TOPIC&URL_SECTION=201.html

კონკურსის პროგრამა და პირობები იხილეთ ბმულ ფაილებში:
ბრძანება 
პროგრამა და პირობები

საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში წარდგენა შესაძლებელია 2011
წლის 1 დეკემბრიდან 2011 წლის 26 დეკემბრამდე, ყოველ სამუშაო დღეს 10:00-დან
18:00 საათამდე.
ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება.

პროგრამის კოორდინატორი: მაკა ქაჯაია
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის №1, მე-3 სართული;
ტელ: + (995 32) 2 33 53 04;
ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

share