GEO ENG
 

 







 

სტაჟირება საზღვარგარეთ
2012-01-04

პროგრამა ითვალისწინებს 3 თვის მანძილზე ახლგაზრდა მეცნიერის სტაჟირებით მივლინებას უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში და სამეცნიერო - კვლევით ცენტრებში.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა საგრანტო დაფინანსების გზით, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, ახალგაზრდა მეცნიერთათვის საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და ხელშეწყობა გამოცდილების შეძენაში.

გრანტის ფარგლებში ახალგაზრდა მეცნიერს აუნაზღაურდება: საერთაშორისო მგზავრობის, დაზღვევის, ვიზის, საცხოვრებელი ბინის, შიდა ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯები.

კონკურსში დაფინანსების მოსაპოვებლად საგრანტო განაცხადის წარდგენა ყველა იმ ახალგაზრდა მეცნიერს შეუძლია, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: კარგად ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას სადაც ახალგაზრდა მეცნიერი გეგმავს სტაჟირების გავლას, არის დამამთავრებელი კურსის დოქტორანტი ან აქვს დოქტორის აკადემიური ( მასთან გათანაბრებული) სამეცნიერო ხარისხი, ასაკი არ აღემატება 40 წელს.

2009 წელს პროექტი გამოცხადდა 4 სამეცნიერო მიმართულებით და დაფინანსდა 3 მეცნიერი საერთო ბიუჯეტით 26 906 ლარი;

2010 წელს პროექტი გამოცხადდა 8 სამეცნიერო მიმართულებით, დაფინანსდა 16 მეცნიერი საერთო ბიუჯეტით 137 953 ლარი. კონკურსს ადმინისტრირება გაუწია სსიპ ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა;

2011 წელს პროექტი გამოცხადდა 10 სამეცნიერო მიმართულებით, დაფინანსდა 28 მეცნიერი საერთო ბიუჯეტით 266 317 ლარი.

>>>
2014-11-11

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ”ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები”-ს კონკურსში დარეგისტრირდა 80 საპროექტო განაცხადი შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით:

>>>
2014-06-09

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: საქართველოში მუდმივად მცხოვრებ არა უმეტეს 40 წლის სა­ქართველოს მოქალაქეს, რომელიც ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, რომელშიც გეგმავს სტაჟირებას, ეწევა სა­მეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე­ბულებაში, აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი ან არის რეზიდენტი ან დოქტორანტი.

>>>
2013-08-29

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ”ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების” კონკურსში დარეგისტრირდა 65 საპროექტო განაცხადი. პროექტები შესაფასებლად გადაეცა დამოუკიდებელ ექსპერტებს. მათი შეფასებების საფუძველზე ფონდმა დაადგინა პროექტების რანჟირებულ ნუსხა.

>>>
2013-07-24

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ”ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების” კონკურსში დარეგისტრირდა 65 საპროექტო განაცხადი შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით:

>>>
2013-04-18

ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის საგრანტო კონკურსის მიზანია დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შეირჩნენ და დაფინანსდნენ ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, გაიარონ სტაჟირება უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში.

>>>
2012-12-26

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერებს შეხვდა.

>>>
2012-12-18

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ”ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების” კონკურსში დარეგისტრირდა 37 საპროექტო განაცხადი შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით:

>>>
2012-08-29

ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის საგრანტო კონკურსის მიზანია დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შეირჩნენ და დაფინანსდნენ ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, გაიარონ სტაჟირება უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში.

>>>
2011-10-31

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ №7 სხდომაზე განიხილა ახალგაზრდა მეცნიერთა საზღვარგარეთ სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების 2011 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები. სამეცნიერო საბჭომ მხედველობაში მიიღო საკონკურსო კომისიის დასკვნა და საგრანტო პროექტების ბიუჯეტების კორექტირების შესაძლებლობის გათვალისწინებით დასაფინანსებლად დაამტკიცა შემდეგ კონკურსანტების პროექტები:

>>>
2011-08-03

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალგაზრდა მეცნიერებს უცხოეთში სამეცნიერო-კვლევით სტაჟირებას დაუფინანსებს.

>>>
[1] > [2]