GEO ENG
 

 







 

2012-12-26
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 33 ახალგაზრდა მეცნიერს უცხოეთში სამეცნიერო-კვლევით სტაჟირებას დაუფინანსებს

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერებს შეხვდა. 33 ახალგაზრდა მეცნიერი კვალიფიკაციას საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ს, ესპანეთის, ჩინეთის, იაპონიის, დანიის, ირლანიის, იტალიისა და სხვა ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებში აიმაღლებს. ახალგაზრდა მკვლევრები მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მომავალი წლის დასაწყისში გაემგზავრებიან და რამდენიმე თვის განმავლობაში იქ მიმდინარე კვლევით საქმიანობაში ჩაერთვებიან.

სულხან სისაურმა ახალგაზრდა მეცნიერებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და საქართველოს მეცნიერების განვითარებაში მათ როლზე ისაუბრა. შეხვედრას ამავე კონკურსის გასული წლის გამარჯვებული მკვლევრებიც დაესწრნენ.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სამეცნიერო წრეებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით, არაერთ საგრანტო კონკურსს ახორციელებს. ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მკვლევარების ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში, დაეხმაროს მათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში, გამოცდილების შეძენასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში.

share