GEO ENG
 

 







 

2013-04-18
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს აცხადებს

ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის საგრანტო კონკურსის მიზანია დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შეირჩნენ და დაფინანსდნენ ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, გაიარონ სტაჟირება უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში. კონკურსი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობას, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტების დამყარებასა და გამოცდილების შეძენას.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: საქართველოში მუდმივად მცხოვრებ არა უმეტეს 40 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, სადაც ახალგაზრდა მეცნიერი გეგმავს სტაჟირების გავლას, ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი ან არის რეზიდენტი ან დოქტორანტი.

საგრანტო პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 8 თვე.
სამეცნიერო -კვლევითი სტაჟირება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2014 წლის 1 აგვისტოსი.
ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2013 წლის 29 მაისის 24 საათამდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2013 წლის 5 ივნისის 18 საათისა.

ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი მოიხსნება კონკურსიდან.
დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

პროგრამის კოორდინატორი მაკა ქაჯაია
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის №1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (4409); ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

share