GEO ENG
 

 







 

2012-12-18
ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ”ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების” კონკურსში დარეგისტრირდა 37 საპროექტო განაცხადი შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით:

• ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ეკონომიკური მეცნიერებები - 9 პროექტი ;
• საინჟინრო მეცნიერებები, /მაღალტექნოლოგიური მასალები - 2 პროექტი ;
• მათემატიკური მეცნიერებები/ მათემატიკა, მექანიკა - 1 პროექტი;
• ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები/ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები- 7 პროექტი;
• სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები - 12 პროექტი ;
• სამედიცინო მეცნიერებები - 3 პროექტი;
• დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო - 2 პროექტი;
• აგრარული მეცნიერებები -1 პროექტი.

პროექტები შესაფასებლად გადაეცა დამოუკიდებელ ექსპერტებს. მათი შეფასებების საფუძველზე ფონდმა დაადგინა პროექტების რანჟირებულ ნუსხა. კონკურსის დებულების თანახმად, ის პროექტები, რომლებიც შეფასდნენ 75 და უფრო მაღალი ქულით გადავიდნენ შეფასების მეორე საფეხურზე.

ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტთა და საკონკურსო კომისიის შეფასებების საფუძველზე, ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით საგრანტო დაფინანსება მიიღო 33 პროექტმა.

კონკურსის საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულში:

კონკურსში გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს მიმდინარე წლის 19 დეკემბრისა შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განცხადება გენერალური დირექტორის სახელზე (იხ: განცხადების ფორმა);
2. პირადობის მოწმობის სრული ასლი;
3. პირადი ანგარიშის ნომერი (გაცემული ბანკის მიერ);
4. პროექტის დაზუსტებული ბიუჯეტი.

share