GEO ENG
 

 







 

ახალი ამბები
2014-04-02

კონკურსის მიზანია: ხელი შეუწყოს ნიჭიერ ქართველ დოქტორანტ ქალბატონებს დისერტაციაზე მუშაობაში და სამეცნიერო კვლევებში ქალთა ჩართულობის ზრდას. თითოეული პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, ხოლო თითოეული პროექტის საერთო საგრანტო დაფინანსება - 6 000 აშშ დოლარს. გრანტის 70%-ს გასცემს - CRDF Global-ი, 30%-ს - ფონდი.

>>>
2014-04-02

კონკურსის მიზანია: ხელი შეუწყოს მაღალი დონის, ინოვაციური ხასიათის ბიოლოგიურ კვლევას, რომელიც წარმოადგენს აშშ-ს თავდაცვისა და საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (შემდგომში - DTRA) და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების საერთო ინტერესის სფეროს, შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და DTRA-ს ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის (შემდგომში - CBEP) მიზნებთან და კვლევით პრიორიტეტებთან.

>>>
2014-04-01

2014 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში მაისი-ივნისის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის შემოსული 81 განაცხადიდან საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 26 მეცნიერი შეარჩია.

>>>
2014-03-20

2014 წლის მაისი-ივნისში დაგეგმილი სამეცნიერო ღონისძიებებისთვის საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში წარდგენის ვადა გადაიწია 24 მარტის 24 საათამდე.

>>>
2014-03-13

მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მიზანია შეარჩიოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს უკრაინაში (მტცუ) შორის შეთანხმებული შემდეგი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან:

>>>
2014-03-11

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსის შედეგად შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ მოსმენების შემდეგ დასაფინანსებლად გამოავლინა 27 პროექტი.

>>>
2014-03-11

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსის შედეგები. კონკურსში გამოვლინდა 86 გამარჯვებული პროექტი.

>>>
2014-03-04

2014 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში მარტი-აპრილის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის შემოსული 43 განაცხადიდან საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 14  მეცნიერი შეარჩია.

>>>
2014-02-28

ქართული ელექტრონული ლექსიკონების შექმნის მიზნით სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში, დარეგისტრირებულ იქნა 59  საგრანტო პროექტი.

>>>
[1]... > [30] > [31] > [32] > [33] > [34] > [35] > [36] ... > [71]