GEO ENG
 

 







 

2014-02-28
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2013 წელს გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „ქართული ელექტრონული ლექსიკონები“ შედეგები

ქართული ელექტრონული ლექსიკონების შექმნის მიზნით სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში, დარეგისტრირებულ იქნა 59 საგრანტო პროექტი.

სამი საგრანტო პროექტი ( LE/47/8-304/13; LE/26/2-230/13; LE/56/2-200/13) მოიხსნა კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო, ხოლო დარჩენილი 56 საგრანტო პროექტი შეფასდა ექსპერტთა ჯგუფის მიერ. შეფასების შედეგად შედგა რანჟირებული სია. გამარჯვებული პროექტები დამტკიცდა ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2014 წლის 25 თებერვლის N3 სხდომაზე.

კონკურსში გამარჯვებული პროექტები:

კონკურსში გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს მიმდინარე წლის 5 მარტისა შემდეგი დოკუმენტაცია:

1. წამყვანი ორგანიზაციის წერილი გენერალური დირექტორის სახელზე (იხ: განცხადების ფორმა);
2. ძირითადი პერსონალის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის სრული ასლები;
3. წამყვანი ორგანიზაციის მიერ პროექტისათვის გახსნილი მიზნობრივი ანგარიშის ნომერი (გაცემული ბანკის მიერ);
4. ორგანიზაციის შედარების აქტი.

share