GEO ENG
 

 







 

2014-03-11
ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსის შედეგები

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსის შედეგები.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ იმსჯელა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსში სამეცნიერო მიმართულებებს შორის საკონკურსო თანხის - 4 050 000 ლარის - განაწილებისა და დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის შესახებ. მსჯელობისას სამეცნიერო საბჭო დაეყრდნო სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მომზადებულ პროექტების შეფასებათა განაწილებას პროექტებისა და მათი წარმომდგენების იდენტიფიცირების შესაძლებლობის გარეშე. 

სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით სამეცნიერო მიმართულებებს შორის თანხის განაწილება დაეფუძნა შემდეგ პრინციპებს:
ა)თითოეულ სამეცნიერო მიმართულებას გადაეცეს მასში „კარგი“ პროექტების რაოდენობის პროპორციული თანხა; „კარგ“ პროექტად მიიჩნევა 86 და უფრო მაღალი შეფასების მქონე პროექტი;
ბ)თითოეულ სამეცნიერო მიმართულებაში დაფინანსდეს მინიმუმ ორი პროექტი;
გ)თანაბარქულიანი პროექტებს შორის დაფინანსების თვალსაზრისით უპირატესობა მიეცეს შეფასების ქვეკრიტერიუმებში მიღებულ ქულებს შემდეგი თანმიმდევრობით:
გ.ა) კვლევის მოსალოდნელი შედეგები და მათი მნიშვნელობა კვლევის სამეცნიერო მიმართულებისათვის/მიმართულებებისათვის;
გ.ბ) პროექტის შემსრულებელთა კომპეტენტურობა;
გ.დ) პრობლემის აქტუალურობა და კვლევის სიახლე;
გ.ე) რამდენად მკაფიოდ არის აღწერილი კვლევის ობიექტი და ამოცანები;
გ.ვ) პროექტის მართვა;
დ)პროექტი დაფინანსდება, თუ სამეცნიერო მიმართულებაში მასზე უკეთესი პროექტების დაფინანსების შედეგად დარჩენილი ნაშთი ტოლია ან აღემატება მოცემულ პროექტის მიერ პირველი წლისათვის მოთხოვნილ დაფინანსების ნახევარს.

აღნიშნულის მიხედვით ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსში გამოვლინდა 86 გამარჯვებული პროექტი (იხილეთ ბმული).

კონკურსის შედეგები
გამარჯვებული პროექტები

თითოეული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელს შეუძლია საკუთარი პროექტის შეფასებისა და ექსპერტების კომენტარების ნახვა პირად ანგარიშზე ვებგვერდზე www.rustaveli.org.ge
კონკურსში გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს მიმდინარე წლის 21 მარტისა შემდეგი დოკუმენტაცია:

1. წამყვანი ორგანიზაციის წერილი გენერალური დირექტორის სახელზე (იხ: განცხადების ფორმა);
2. პროექტის ხელმძღვანელის და ძირითადი პერსონალის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის სრული ასლები;
3. წამყვანი ორგანიზაციის მიერ პროექტისათვის გახსნილი მიზნობრივი ანგარიშის ნომერი, რომელზეც სარგებელი არ დაირიცხები (გაცემული ბანკის მიერ);
4. თანამონაწილე ორგანიზაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ პროექტისათვის გახსნილი მიზნობრივი ანგარიშის ნომერი, რომელზეც სარგებელი არ დაირიცხები (გაცემული ბანკის მიერ);
4. წამყვანი და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციების ცნობა შემოსავლების სამსხურიდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
5. პროექტის ხელმძღვანელის და ძირითადი პერსონალის განცხადება (იხ. განცხადების ფორმა);
6. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეესტრიდან.

share