GEO ENG
 

 







 

2014-03-13
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში

მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მიზანია შეარჩიოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს უკრაინაში (მტცუ) შორის შეთანხმებული შემდეგი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან:

ა) ბიოტექნოლოგიები და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
ბ) ახალი მასალები და ნანოტექნოლოგიები;
გ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12, 18 ან 24 თვე.
კონკურსის პირველ ეტაპზე ელექტრონული რეგისტრაციის გზით ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის მოკლე ვერსია ქართულ ენაზე

ფონდი გაიღებს პროექტის ბიუჯერის 50 %-ს. შესაბამისად, კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილ მოკლე ფორმაში მოცემულ ბიუჯეტში გაწერილი უნდა იყოს მხოლოდ ფონდიდან მოთხოვნილი თანხა (არაუმეტეს 35 000 დოლარის ეკვივალენტი ლარში).

ამასთან, კონკურსის მეორე ეტაპზე გასულ პროექტებში, რომლებიც წარმოდგენილი უნდა იყოს სრული ფორმით (იხ. კონკურსის პირობები), ფონდიდან მოთხოვნილი ბიუჯეტი შესაბამისობაში უნდა იყოს მოკლე ფორმაში მოცემულ ბიუჯეტთან.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2014 წლის 13 მარტიდან 2014 წლის 11 აპრილის 24 საათამდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის „პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 16 აპრილის 13.00 საათისა. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.

ერთი და იგივე პირი არ შეიძლება მონაწილეობდეს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის ან ძირითადი პერსონალის სტატუსით „მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2014 წლის კონკურსში წარმოდგენილ ერთზე მეტ პროექტში (იხ. კონკურსის პირობები, მუხლი 3.).

კონკურსის მონაწილეებმა პროექტ(ებ)ის წარმოდგენისას უნდა გაითვალისწინონ მტცუ-ს მიერ დაწესებული შემდეგი შეზღუდვები (იხ. SOP-XXIV: PROJECT PARTICIPANT PARTICIPATION IN STCU PROJECTS http://www.stcu.int/documents/projects/sop/sop24.php), კერძოდ, წესები რეგულარული პროექტებისთვის, რომლებიც ასევე ვრცელდება ამ კონკურსზე წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებზე:

1. მტცუ-ს (თანა)დაფინანსებით მიმდინარე პროექტებში ძირითადი მონაწილის ჯამური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 250 სრულ (8 საათიან) სამუშაო დღეს (იხ. ზემოთ აღნიშნულ წესებში პარაგრაფი - Participation in Regular or Government Partner Projects by Non-Recipient Signatories and Non-Deputy Recipient Signatories). გამონაკლისი შეიძლება გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ოფიციალური თანხმობა პროექტის კურატორი მტცუ-ს მთავარი სპეციალისტის მხრიდან.

2. პროექტის ხელმძღვანელის (მენეჯერის) დატვირთვა არ უნდა იყოს პუნქტ 1.-ში აღნიშნული წლიური ჯამური დატვირთვის (250 სრული სამუშაო დღე) 45 % ნაკლები (იხ. ზემოთ აღნიშნულ წესებში პარაგრაფი - Participation in Regular or Government Partner Projects by Non-Recipient Signatories and Non-Deputy Recipient Signatories). შესაბამისად, მეცნიერი არ შეიძლება იყოს ერთდროულად 2-ზე მეტი პროექტის ხელმძღვანელი.

3. საპროექტო წინადადების წარმომდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელის/მოადგილის დატვირთვა 1 პროექტში არ უნდა აღემატებოდეს ზემოთ მოცემულ პუნქტ 1.-ში აღნიშნული წლიური ჯამური დატვირთვის (250 სრული სამუშაო დღე) 10 %-ს. ხოლო, მათი ჯამური დატვირთვა მტცუ-ს ყველა პროექტში არ უნდა აღემატებოდეს 30 %-ს (იხ. ზემოთ აღნიშნულ წესებში პარაგრაფი - Participation in Regular or Government Partner Projects by Recipient Signatories and Deputy Recipient Signatories) გამონაკლისი ამ წესიდან იხილეთ იგივე პარაგრაფში.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

ბრძანება;

მთავრობის დადგენილება;

კონკურსის პირობები;

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;

რეგისტრაციის ინსტრუქცია;

საკონკურსო განაცხადის წარდგენა/დარეგისტრირება

პროგრამის კოორდინატორი ხატია ანანიაშვილი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N1, III სართული
ტელ: 2 200 220 (4405 შიდა); 599 474772;
ელ-ფოსტა: international@rustaveli.org.ge
ვებგვერდი: www.rustaveli.org.ge

share