GEO ENG
 

 







 

ახალი ამბები
2012-01-05

ირანის ისლამური რესპუბლიკის ადმინისტრაციასთან არსებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამდივნო და ირანის ეროვნული ინტელექტუალური ცენტრი 2012 წლის 4-7 თებერვალს, თეირანში ატარებს ინოვაციისა და გამოგონების ფაჯრის მე-4 საერთაშორისო გამოფენას.

>>>
2012-01-05

საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების სამეცნიერო ცენტრის შექმნა უცხოეთის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების გამოცდილების გათვალისწინებით.

>>>
2011-12-29

2012 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში იანვარი-თებერვლის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის შემოსული 3 განაცხადიდან საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 1 მეცნიერი შეარჩია:

>>>
2011-12-29

 იაპონიის ღია საზოგადოება ”Matsumae International Foundation” 2013 წლის აპრილიდან 2014 წლის მარტის ჩათვლით იაპონიაში უცხო ქვეყნების მეცნიერებისთვის გეგმავს კვლევითი პროგრამის ორგანიზებას.

>>>
2011-12-28

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს რიგით მეათე სხდომის (2011წლის 27 დეკემბერი) გადაწყვეტილებით, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსიდან მოიხსნა დამატებით 4 საკონკურსო განაცხადი.

>>>
2011-12-28

2011 წლის 27 დეკემბერს გაიმართა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ რიგით მეათე სხდომა. სხდომაზე მოკლე პრეზენტაციებით (პროექტის დაცვით) წარსდგენენ ”დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელობის კონკურსის” შეფასების მეორე საფეხურზე გასული სამი კონკურსანტი.

>>>
2011-12-28

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ მეათე სხდომაზე განიხილა ქართველ და იტალიელ მეცნიერთა თანამშრომლობის ხელშემწყობი კონკურსის შედეგები. კონკურსის პირველ ეტაპზე შემოსული განაცხადები შეაფასეს დარგის ექსპერტთაგან დაკომპლექტებულმა კომისიებმა როგორც საქართველოში, ასევე, იტალიაში.

>>>
2011-12-28

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ მეათე სხდომაზე განიხილა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) – ”ბიზნეს-პარტნიორობის გრანტის - (BPG)” შედეგები. კონკურსი აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდმა (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა (სსგფ) ერთობლივად გამოაცხადეს.

>>>
2011-12-28

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ მეათე სხდომაზე განიხილა 2011 წლის ქართული საბავშვო ფოლკლორის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები. კონკურსის ფარგლებში ხუთი საპროექტო წინადადება შემოვიდა. საკონკურსო კომისიამ განიხილა თითოეული მათგანი და დასაფინანსებლად 1 პროექტი.

>>>
2011-12-25

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

>>>
[1]... > [53] > [54] > [55] > [56] > [57] > [58] > [59] ... > [71]