GEO ENG
 

 







 

2011-12-29
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში იანვარ-თებერვლის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის გამარჯვებული გამოვლინდა

2012 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში იანვარი-თებერვლის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის შემოსული 3 განაცხადიდან საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 1 მეცნიერი შეარჩია:

N პროექტის შიფრი სახელი, გვარი ღონისძიების დასახელება ჩატარების ადგილი
1 2012_tr_212 ნანული ნინაშვილი ტკივილის მე-6 მსოფლიო კონგრესი აშშ, მაიამი ბიჩი

 მოკლევადიანი ინდივიდუალური სახელმწიფო სამოგზაურო საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სფეროში ინტეგრაციას.

გთხოვთ, წარმოადგინოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში შემდეგი დოკუმენტაცია:

განცხადება გენერალური დირექტორის სახელზე;

  1. პირადობის მოწმობის სრული ასლი;
  2. მიწვევის და მოხსენების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები (თარგმანთან ერთად);
  3. პირადი ანგარიშის ნომერი (გაცემული ბანკის მიერ).

 

share