GEO ENG
 

 







 

ახალი ამბები
2011-09-26

2011 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში ნოემბერი-დეკემბრის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის შემოსული 30 განაცხადიდან საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 11 მეცნიერი შეარჩია.

>>>
2011-09-26

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ორგანულ ქიმიაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჰეტეროციკლური ქიმიის მიღწევები“ გაიხსნა. კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერი ჰეტეროციკლების ქიმიაში, ასევე ქიმიის სხვადასხვა სფეროში მიღებული სამეცნიერო კვლევის უახლოეს შედეგებს განიხილავენ.

>>>
2011-09-24

სკოლის მოსწავლეებში ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ ინტერესის გაღვივებისა და შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირების მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსს ”ლეონარდო და ვინჩი”.

>>>
2011-09-22

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას. კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

>>>
2011-09-20

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით კიდევ ერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.

>>>
2011-09-19

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსიდან მოიხსნა 114 საკონკურსო განაცხადი.

>>>
2011-09-19

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ”უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების” კონკურსის შედეგადად დარეგისტრირდა 55 საპროექტო განაცხადი შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით:

>>>
2011-09-14

კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის სლავისტიკის, აღმოსავლეთ ევროპისა ევრაზიის კვლევათა ცენტრი ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მოწინავე კვლევათა და განათლების ცენტრთან და კავკასიის კვლევათა რესურს ცენტრებთან ერთად აცხადებს კონკურსს სოციალურ მეცნიერებებისა და ისტორის მკვლევართათვის საქარველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან 2 კვირიან ვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად 2011 წლის 30 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით. ვორკშოპი გაიმართება კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში და განხორციელდება ნიუ იორკის კარნეგის კორპორაციის დაფინანსებით.

>>>
2011-09-12

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დიდი ქართველი მწერლის - ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით, საგანგებო თემატური საკონფერენციო საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსოდ დარეგისტრირდა ერთი განაცხადი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმოადგინა, ხელმძღვანელი - ირმა რატიანი.

>>>
2011-09-12

ქართული ტრადიციული ეროვნული სამოსის მეცნიერული შესწავლის მიზნით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული გამოვლინდა.

>>>
[1]... > [56] > [57] > [58] > [59] > [60] > [61] > [62] ... > [71]