GEO ENG
 

 







 

2012-01-05
ინოვაციისა და გამოგონების ფაჯრის მეოთხე საერთაშორისო გამოფენა

ირანის ისლამური რესპუბლიკის ადმინისტრაციასთან არსებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამდივნო და ირანის ეროვნული ინტელექტუალური ცენტრი 2012 წლის 4-7 თებერვალს, თეირანში ატარებს ინოვაციისა და გამოგონების ფაჯრის მე-4 საერთაშორისო გამოფენას.

გამოფენაში მონაწილეობის მიღების მსურველებს მოეთხოვებათ:

  • ჰქონდეთ გამოგონების პატენტი და/ან დარეგისტრირებული ოფიციალური სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია საქართველოს მიერ;
  • შევსებულ განაცხადთან ერთად გაგზავნონ გამოგონების შესახებ რეზიუმე და სურათი, და ასევე გამომგონებლის სურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე;
  • გამოფენის დღეებში წარადგინონ ახალი პროდუქტი, ხელსაწყო, მანქანა ან სხვ. ან თუ ეს შეუძლებელია, უზრუნველყონ ამ მოდელის ჩვენება ფოტოების, პოსტერების, ბროშურების , ფილმების და სხვ. მეშვეობით;
  • განაცხადის სარეგისტრაციო ფორმა შეავსონ სრულად და დაურთონ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი, მათ შორის ბიოგრაფიული მონაცემები, პატენტების ან რეგისტრირებული სერტიფიკატების ასლები, გამოგონების (პროდუქტის) ფოტოები. 

სარეგისტრაციო ფორმა და თანდართული დოკუმენტები არაუგვიანეს 2012 წლის 10 იანვრისა, ელექტრონული ფოსტით უნდა გადაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:
info@ior-rcstt.org
mmolanezhad@yahoo.com

ყველა მიღებულ განაცხადს განიხილავს შესაბამისი კომიტეტი, რის შემდეგაც შერჩეული კანდიდატები დაიყოფიან სამ კატეგორიად (მათ ოფიციალურად მიიწვევენ გამოფენაზე):
1. სრულად დაფინანსებული მონაწილეები (ავიაბილეთები, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ლოჯისტიკა)
2. ნაწილობრივ დაფინანსებული მონაწილეები (საცხოვრებლით უზრუნველყოფა)
3. მონაწილეები, რომლებმაც ყველა ხარჯი თვითონ უნდა აინაზღაურონ.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ: http://www.ior-rcstt.org/

სარეგისტრაციო ფორმა
ინოვაციისა და გამოგონებების ფაჯრის მე-4 საერთაშორისო გამოფენა_ზოგადი ინფორმაცია

share