GEO ENG
 

 







 

2011-12-28
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) – ”ბიზნეს-პარტნიორობის გრანტის - (BPG)” შედეგები

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ მეათე სხდომაზე განიხილა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) – ”ბიზნეს-პარტნიორობის გრანტის - (BPG)” შედეგები. კონკურსი აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდმა (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა (სსგფ) ერთობლივად გამოაცხადეს.

კონკურსისთვის შერჩეული იყო შემდეგი სამეცნიერო მიმართულებები:
ა) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
ბ) ბიოტექნოლოგიები;
გ) სოფლის მეურნეობა;
დ) ახალი მასალების მიღება ადგილობრივი ნედლეულიდან.

საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო 30 საპროექტო წინადადება, რომელთაგან კონკურსის მეორე ეტაპისთვის შეირჩა 8 საპროექტო წინადადება.

საპროექტო წინადადებების ავტორები მოხსენებებით წარსდგნენ ვენჩურულ კონფერენციაზე, აშშ-სა და საქართველოს ექპერტთაგან დაკომპლექტებული კომისიის წინაშე. კომისიამ დაფინანსებისთვის რეკომენდაცია მისცა სამ პროექტს:

1. ზვიად კირტავა ”რეგიონული ელექტრონული ჯანმრთელობის ქსელის (რეჯიქს) მოდელი აჭარის ჰოსპიტალური სექტორისათვის”. ა(ა)იპ კავშირი “პარტნიორები ჯანმრთელობისათვის” (პჯ). ბიზნეს პარტნიორი: სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია იმედი L ინტერნატიონალ (ილი), ნუგზარ მანჯგალაძე;
2. მზია ქუთათელაძე ”ბაქტერიოფაგი, როგორც დეკონტამინაციის უსაფრთხო და ეკონომიურად გამართლებული ალტერნატიული საშუალება”. გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი. ბიზნეს პარტნიორი: NH Detect, დევიდ ტრუდილი;
3. ლანა შამანაური ”ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე თბოსაიზოლაციო პოლიმერული მასალების მიღებისა და მათი პრაქტიკაში რეალიზაციის გზები”. სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი. ბიზნეს პარტნიორი: შპს “ფორობეტონი”, სს “თბილისის მონოლითმშენი”, ზაალ შარაშენიძე. 

ფონდის სამეცნიერო საბჭომ დასაფინანსებლად დაამტკიცა ზემოაღნიშნული გამარჯვებული პროექტები.

კონკურსში გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში შემდეგი დოკუმენტაცია:

1. საბაზო ორგანიზაციის წერილი ფონდის გენერალური დირექტორის სახელზე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს პროექტის მიზნობრივი ანგარიშის ნომერი (გაცემული ბანკის მიერ);
2. სამეცნიერო ხელმძღვანელის პირადობის მოწმობის სრული ასლი.

share