2015-08-13
თელ ავივის უნივერსიტეტი და “Dan David Foundation” აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო ჯილდოზე - „Dan David Prise 2016“. „Dan David Prise“-ის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციურ და ინტერდისციპლინურ კვლევებს და განავითაროს მსოფლიოში საგანმანათლებლო-კულტურული, მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევები. ყოველწლიურად პრიზი გადაეცემათ მკვლევარებს მეცნიერების სამ სფეროში, 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით. სამივე ლაურეატი ფულადი ჯილდოს 10%-ს შემოწირულობის სახით გამოყოფს 20 გამორჩეული დოქტორანტი სტუდენტისა და პოსტდოქტორანტი მკვლევარებისთვის სტიპენდიების გადასაცემად. თითოეული მათგანი იღებს სტიპენდიას 15 000 აშშ დოლარის ოდენობით. სტიპენდიანტების შერჩევა ხდება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან (10 სტუდენტი) და ასევე თელ-ავივის უნივერსიტეტიდან (10 სტუდენტი).
განაცხადების მიღების ბოლო ვადა „Dan David Prise 2016“ წარსადგენად არის 2015 წლის 30 ნოემბერი, ხოლო დოქტორანტთა სტიპენდიაზე - “Dan David Prise Scholarships” - 2016 წლის 10 მარტი.
დამატებითი ინფორმაციის მიღება მსურველებს შეუძლიათ ორგანიზაციის ვებგვერდის მეშვეობით - http://www.dandavidprize.org/. დაინტერესების შემთხვევაში საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში გამოთქვამს მზადყოფნას გამართოს დამატებითი კონსულტაციები Dan David Prise“-ის წარმომადგენლებთან.
>>>