GEO ENG
 

 







 

2015-12-07
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას IncoNet Eap-ის ახალი მიზნობრივი კონკურსის „'Grants & Coaching of EU-EaP Twinning Teams“ შესახებ

მიმდინარე წლის 1 დეკემბერს IncoNet Eap-ის (აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი) მიერ, გამოცხადდა ახალი მიზნობრივი კონკურსი, „Grants & Coaching of EU-EaP Twinning Teams“, რომლის მიზანია ევროპისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და პროექტის ფარგლებში, ახალი  სამუშაო პროგრამების  მხარდაჭერა. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2016 წლის 15 იანვარი. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში 2016-2017 წლის ევროპული პროგრამები სამ ძირითად გამოწვევაზე იქნება ფოკუსირებული: 1. კლიმატის ცვლილება, 2, ჯანმრთელობა, 3. ენერგეტიკა.

share