შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, მიმდინარე წლის 15 – 16 ოქტომბერს, პოლონეთში, ჟეშოვის უნივერსიტეტში მიმდინარე მე-4 საერთაშორისო კონფერენციის - „Caucasus over the Centuries – Aspects and Factors of the Region’s Multidimensionality’’ შესახებ
ღონისძიების ორგანიზატორები არიან:
ჟეშოვის უნივერსიტეტის ისტორიის ინსტიტუტი;
ადამ მიცკევიჩის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი;
აკადემიური ჟურნალი ,,Kavkaz – Past – Present – Future;’’
ჟეშოვის უნივერსიტეტის ისტორიის ინსტიტუტის სტუდენტებისა და დოქტორანტების აკადემიური საზოგადოება;
უმაღლესი განათლების სახელმწიფო სკოლის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი.
კონფერენციაზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიური წრეების იმ წარმომადგენლებს, ვინც დაინტერესებულია კავკასიის საკითხებით. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია კვლევის შედეგების ინტერდისციპლინარულ გარემოში წარმოდგენა და პოლონეთისა და კავკასიის მეცნიერთათვის აზრთა დაცვლისა და დისკუსიის შესაძლებლობის მიცემა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი პანელები:
,,თანამშრომლობა პოლონეთისა და კავკასიის აკადემიურ ცენტრებს შორის - შესაძლებლობები, ფინანსური და საორგანიზაციო საკითხები“
,,ჩვენი თავისუფლებისთვის და ახალგაზრდებისთვის: 1) კავკასიაში ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მონაწილე პოლონელები 2) კავკასიის ერები პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში;
სკონფერენციის საპატიო პატრონაჟით უზრუნველყოფს:
The Marshall of the Podkarpackie Voivodeship
ქ. ჯეშოვის მერი
ასოციაცია ,,პოლონეთის სათვისტომო“ / Association „Polish Community” ჟეშოვის ფილიალი.
კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, გაეცნოთ ელექტრონულ ბროშურას
საპლიკაციო ფორმა კონფერენციაზე დასარეგისტრირებლად