2015-05-19
1 ივნისს „ენერგოეფექტურობის ცენტრის“ ორგანიზებით საქართველოში მოღვაწე მცირე და საშუალო საწარმოების ინოვაციური ვაუჩერების დაჯილდოვების ცერემონიალი და საბროკერო ღონისძიება იმართება. ღონისძიება ხორციელდება ევროკომისიის მიერ მე-7 ჩარჩო პროგრამის მიხედვით დაფინანსებული პროექტის („თანამშრომლობის გაძლიერება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან ენერგეტიკულ კვლევებსა და ენერგო-ინოვაციების შორის კავშირების გასაძლიერებლად - ENER2I “) ფარგლებში, 7 ქვეყნის 10 პარტნიორთან (ავსტრია, ბელარუსი, გერმანია,მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უნგრეთი) ერთად.
>>>