GEO ENG
 

 







 

2015-05-19
სამუშაო შეხვედრა განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის სფეროში მოღვაწე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის

1 ივნისსენერგოეფექტურობის ცენტრისორგანიზებით საქართველოში მოღვაწე მცირე და საშუალო საწარმოების ინოვაციური ვაუჩერების დაჯილდოვების ცერემონიალი და საბროკერო ღონისძიება იმართება. ღონისძიება ხორციელდება  ევროკომისიის მიერ მე-7 ჩარჩო პროგრამის მიხედვით დაფინანსებული  პროექტი („თანამშრომლობის გაძლიერება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებთან ენერგეტიკულ კვლევებსა და ენერგო-ინოვაციების შორის კავშირების გასაძლიერებლად - ENER2I “) ფარგლებში, 7 ქვეყნის 10 პარტნიორთან (ავსტრია, ბელარუსი, გერმანია,მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უნგრეთი) ერთად.

 პროექტის მიზანია: ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებსა და ევროკავშირის ქვეყნებში განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საკითხებზე მომუშავე უნივერსიტეტებს, სამეცნიერო კვლევით ცენტრებსა და მრეწველობას შორის ურთიერთ-თანამშრომლობის ხელშეწყობა პარტნიორების მოძიების, ცოდნის ამაღლების, ეროვნული თუ საერთაშორისო ღონისძიებების, ურთიერთანამშრომლობის ხელშეწყობისა და ინოვაციური ვაუჩერების სქემების ჩამოყალიბების საშუალებით.

პროექტის ფარგლებში 1-2 ივნისს დაგეგმილია ღონისძიებები.  1 ივნის დღის წესრიგის მიხედვით გამოვლინდება პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ინოვაციური ვაუჩერების (4000,00 ევრო) კონკურსის შედეგები, დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება ტიფლის პალასში. გამოცხადებული კონკურსის მიზანიინოვაციური პროექტების ინიცირება განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის დარგში პირდაპირი ფინანსური მხადაჭერის გზით პროექტის განვითარების ადრეულ ეტაპზე.  2 ივნისს კი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში . გაიმართება სამუშაო შეხვედრა განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის სფეროში მოღვაწე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა კვლევითი ცენტრისა და ორგანიზაციების მოწვეული წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს გააცნობენ თავიანთ გამოცდილებას  და ინოვაციურ ტექნოლოგიებს.  2 დღიანი ღონისძიების დღის წესრიგის საკითხებს შორის ასევე მოხდვა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა „ჰორიზონტი 2020“.

2 დღიან ღონისძიბაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

1 ივნისის ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდით: http://www.ener2i.eu/object/event/62.

2 ივნისის ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდით: http://www.ener2i.eu/object/event/63

share