GEO ENG
 

 







 

2015-06-20
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს მექანიკოსთა კავშირის VI ყოველწლიური კონფერენციიის შესახებ

2015 წლის 29.09-04.10 ტარდება საქართველოს მექანიკოსთა კავშირის VI ყოველწლიური კონფერენცია ქ. თბილისში, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში (სსუ).

 

კონფერენციის თემატიკაა:

1.        მყარ დეფორმად სხეულთა მექანიკა;

2.        ჰიდროაერომექანიკა;

3.        დრეკად მყარ და თხევად გარემოთა ურთიერთქმედების პრობლემები;

4.        გამოყენებითი მექანიკა;

5.        საფრენი აპარატების მექანიკა;

6.        ანალიზის მონათესავე საკითხები.

 

კონკრეტული სექციების ორგანიზებასთან დაკავშირებით წინადადებების წარმოდგენა უნდა მოხდეს 1 ივლისამდე.

 

მონაწილეობის მიღების მსურველებმა ა.წ. 15 აგვისტომდე უნდა მიაწოდონ მოხსენების სათაური და მოკლე ანოტაცია (არაუმეტეს ერთი გვერდისა აკრეფილი MSWord-ში) ვალერი მიქაძეს (e-mail: vmikadze@mail.ru). ივარაუდება მოხსენებათა ანოტაციების წინასწარი გამოცემა და კონფერენციაზე გაკეთებული მოხსენებების შერჩევით, რეცენზირების შემდეგ, გამოქვეყნება ჟურნალებში: Applied Mathematics, Informatics, and Mechanics (http://www.viam.science.tsu.ge/Ami/Main.htm) და Bulletin of TICMI (http://www.viam.science.tsu.ge/others/ticmi/blt/bulletin.htm).

კონფერენციის სარეგისტრაციო შესატანია 80 ლარი (კავშირის წევრებისათვის 50 ლარი).

რეგისტრაცია ჩატარდება 29 სექტემბერს 13:00 საათიდან 17:00 საათამდე და 30 სექტემბერს 11:00 საათიდან. სხდომები ჩატარდება 30 სექტემბერს, 1, 2 და 3 ოქტომბერს 14:00 საათიდან. სასურველია მიმოხილვითი მოხსენებების გაკეთება, რომელთა ხანგრძლივობა იქნება 35 წუთი. კონკრეტულ შედეგთან დაკავშირებული მოხსენებები იქნება 20 წუთის ხანგრძლივობის.

share