GEO ENG
 

 







 

2015-12-14
კვლევის დაფინანსების შესაძლებლობები მარი სკლადოვსკა კიურის აქტივობების ფარგლებში (The Marie Skłodowska-Curie Actions (MSCA)

მარი სკლადოვსკა-კიურის  აქტივობები (MSCA) ხელს უწყობს მეცნიერეთა განვითარებას თავიანთი კარიერის ყველა ეტაპზე.

MSCA სქემა მკვლევარებს სთავაზობს ცოდნის გაზიარების ფართო შესაძლებლობებს, მაღალკვალიფიციურ და ინოვაციურ ტრეინინგებს, მობილობას. განსაკუთრებულ ყურადღება ეთმობა მკვლევართა დასაქმების შესაძლებლობებს, ინტელექტუალურ საკუთრებას, ეთიკის ასპექტებსა და კომუნიკაციას.

MSCA სქემის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები ვალდებული არიან, უზრუნველყონ თანაბარი შესაძლებლობები,  სათანადო პირობების შექმნა ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის. დაფინანსებულ ბენეფიციარებს აქტიური  კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ საზოგადოებასთან, შეძლონ მოქალაქეების ინფორმირება მეცნიერების მიღწევებისა და სიახლეების შესახებ.

MSCA აქტივობები ხელმისავდომია მეცნიერების ყველა დარგის წარმომადგენლებისათვის შემდეგი 4 ძირითადი პროგრამის მეშვეობით:

ინოვაციური ტრეინინგის ქსელები -  Innovative Training Networks (ITN)

ინდივიდუალური სტიპენდიები  - Individual fellowships (IF)

კვლევისა და ინოვაციის პერსონალის გაცვლა - Research and Innovation Staff Exchanges (RISE)

თანადაფინანსება - Co-funding

MSCA აქტივობებზე განაცხადის წარდგენა ხდება მონაწილეთა პორტალის მეშვეობით, კონკურსებს აქვთ საბუთების წარდგენის განსხვავებული ვადები. დაწვრილებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: http://ec.europa.eu/research/mariecurieactions/

 

კვლევის დაფინანსების შესაძლებლობები მარი სკლადოვსკა კიურის აქტივობების ფარგლებში (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

 

საქართველოში მარი კლადოვსკა-კურის აქტივობების ეროვნული საკონტაქტო პირია დოქტორი ზურაბ კიღურაძე

ორგანიზაცია: კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშრისო ცენტრი

zkigur@yahoo.com

www.icarti.ge

share