2012 წლის 7 თებერვალს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს პირველ სხდომაზე დამტკიცდა სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNRS) ერთობლივი კონკურსის შედეგები.
,,უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილების მე-8 მუხლის თანახმად, შეფასების მეორე საფეხურზე ფონდის მიერ შექმნილი კომისია განიხილავს პროექტის/კვლევის მოსალოდნელი შედეგების მნიშვნელობას საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის.
2012 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში მარტი-აპრილის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის შემოსული 45 განაცხადიდან საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 15 მეცნიერი შეარჩია.
ქართველმა მეცნიერებმა საქართველოს კლიმატური პირობების წინასწარ დადგენის ახალი მეთოდი შეიმუშავეს და ცალკეული რაიონების ამინდის კლიმატური კალენდარი შექმნეს.
ესპანეთის ტახტის მემკვიდრის პრინც ფილიპე ბურბონის ფონდი, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს მეცნიერების, კულტურისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებს, 2012 წლისათვის გახსნილად აცხადებს ნომინაციების მიღებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მრავალშვილიან მეცნიერს ძველი ახალი წელი მიულოცეს.
იაპონიის რიცუმეიკანის აზია-ოკეანეთის უნივერსიტეტის მიერ 2012-2014 წლებში იაპონიის განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების სამინისტროს, აზიის განვითარების ბანკის და იაპონია/მსოფლიო ბანკის სტიპენდიების საშუალებით უცხოელ სტუდენტებს იწვევს სხვდასხვა სასწავლო პროგრამებზე.