განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველ მსხვილბიუჯეტიან სამეცნიერო კვლევას დააფინანსებს.
მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი 2012” იწყება. კონკურსი შემოქმედებითი აზროვნების, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს გამოავლენს და წაახალისებს, ასევე ხელს შეუწყობს მათი ინოვაციური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
ქართველმა მეცნიერებმა ნანოტექნოლოგიების გამოყენებით ლითონშენადნობის სრულიად ახალი სახეობა შექმნეს. კვლევის შედეგებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური გაეცნო.
კონკურსის მიზანია საერთაშორისო საზაფხულო სკოლ(ებ)ის ორგანიზება, ქართველოლოგიური მეცნიერებების განვითარების ხელშეწყობა და მეცნიერთა სამომავლო თანამშრომლობისათვის საფუძვლის მომზადება, ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია.
2012 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში მაისი-ივნისის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის შემოსული 35 განაცხადიდან საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 29 მეცნიერი შეარჩია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 20-მდე მსხვილბიუჯეტიან სამეცნიერო კვლევას დააფინანსებს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორსა და ახალბედა დედას ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერები სუფრის ღვინის შენახვის ახალ ტექნოლოგიაზე მუშაობენ. სამეცნიერო კვლევას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ერთი წლის განმავლობაში 50 000-მდე ლარით დააფინანსებს.