GEO ENG
 

 







 

2012-03-08
სულხან სისაურმა ფილოლიგიის დოქტორსა და ახალბედა დედას 8 მარტი მიულოცა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორსა და ახალბედა დედას ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

ლალი ეზუგბაია 20 წელზე მეტია წარმატებით ეწევა კვლევით საქმიანობას ქართველოლოგიის მიმართულებით და არის 40-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. 2006 წლიდან კი ხელმძღვანელობს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს.

ამჟამად ქალბატონი ლალი ფონდის ახალი კონკურსის საზღვრებს გარეთ საქართველოს ერთ-ერთი გამარჯვებული სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელია. დღემდე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებში, ამასთან არის 10-მდე სამეცნიერო ორგანიზაციის, საბჭოსა და ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.

share