GEO ENG
 

 







 

2012-03-07
აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერები სუფრის ღვინის შენახვის ახალ ტექნოლოგიაზე მუშაობენ

აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერები სუფრის ღვინის შენახვის ახალ ტექნოლოგიაზე მუშაობენ. სამეცნიერო კვლევას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ერთი წლის განმავლობაში 50 000-მდე ლარით დააფინანსებს.

მიმდინარე კვლევით საქმიანობას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური გაეცნენ.

სამეცნიერო პროექტის მიზანია ღვინის დამზადების ბიოტექნოლოგიურ პროცესებში ტოქსიკური მოქმედების ნივთიერების ბუნებრივი ანტისეპტიკით ჩანაცვლება. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებისთვის, მეორეს მხრივ, კი ღვინის პროდუქციის დამამზადებელი მეწარმეებისთვის. ასევე, რიგითი მომხმარებლისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ღვინის ტოქსიკური ზეგავლენა.

share