GEO ENG
 

 







 

2012-03-13
თსუ-ს 20-მდე ახალი სამეცნიერო კვლევა დაფინანსდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 20-მდე მსხვილბიუჯეტიან სამეცნიერო კვლევას დააფინანსებს. ყველა მათგანი ფონდის მიერ 2011 წელს გამოცხადებული სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული პროექტია. სამეცნიერო კვლევების განხორციელებაში როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები ჩაერთვებიან.

თსუ-ს ბაზაზე განსახორციელებელი პროექტების შესახებ პრეზენტაციას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი დაესწრნენ. 

ფონდის გენერალური დირექტორის განცხადებით: "განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხოლოდ სამი კონკურსის ფარგლებში 600-ზე მეტ მეცნიერს, მათ შორის ბევრ ახალგაზრდა მკვლევარსა და სტუდენტს დააფინანსებს. ყველა სამეცნიერო პროექტი ორიენტირებული უნდა იყოს ახალი ცოდნის შემუშავებასა და საერთაშორისო ან ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადი მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შექმნაზე. ჩვენი მიზანია საგრანტო დაფინანსების გზით ხელი შევუწყოთ ქართული მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას".

share