GEO ENG
 

 







 

2012-01-26
ესპანეთის ტახტის მემკვიდრის პრინც ფილიპე ბურბონის ფონდის პრემიები

ესპანეთის ტახტის მემკვიდრის პრინც ფილიპე ბურბონის ფონდი, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს მეცნიერების, კულტურისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებს, 2012 წლისათვის გახსნილად აცხადებს ნომინაციების მიღებას.
პრემიები გამოყოფილია რვა კატეგორიაში: მწერლობის, ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, საზოგადოებრივი მეცნიერებების, საერთაშორისო თანამშრომლობის, სპორტისა და მშვიდობის სფეროში მოღვაწე პირებისა თუ საზოგადოებისათვის.
ფილიპე ბორბონის ფონდის ჯილდო მოიცავს დიპლომს, ემბლემას, ხუან მიროს სკულპტურულ გამოსახულებას, რომელიც წარმოადგენს ჯილდოს სიმბოლოს და ფულად პრემიას 50 000 ევროს ოდენობით.
ნომინაციაზე წარდგენილი შეიძლება იყოს როგორც პიროვნება, ასევე პირთა ჯგუფი ან ორგანიზაცია. წარდგენილი კანდიდატურების საქმიანობას უნდა ჰქონდეს საერთაშორისო მნიშვნელობის დატვირთვა.
ნომინაციაზე დაუშვებელია საკუთარი თავის ან იმ ორგანიზაციის წარდგენა, სადაც დასაქმებულია წარმდგენი.
ესპანეთის ტახტის მემკვიდრის პრინც ფილიპე ბურბონის ფონდში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 5 მარტი.
კონკურსის პროგრამა, პირობები და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე www.fpa.es

share