GEO ENG
 

 







 

ახალი ამბები
2015-12-17

პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ დოქტორანტებს ესტუმრონ მსოფლიოში ცნობილ JÜLICH-ის კვლევით ცენტრს გამოცდილების მისაღებად და წარმართონ სადოქტორო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული უახლესი, მაღალი დონის კვლევები როგორც ფუნდამენტური, ისე გამოყენებითი მიმართულებით.

>>>
2015-12-17

ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლაში (SIAS) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კვლევითი პროგრამა დაარსდა.

>>>
2015-12-17

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების 2015 წლის კონკურსში დარეგისტრირდა 109 საპროექტო განაცხადი. კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო 8 განაცხადი მოიხსნა კონკურსიდან.

>>>
2015-12-15

გაცნობებთ, რომ დიდი ბრიტანეთის განვითარების კვლევების ინსტიტუტის ბიბლიოთეკა, სოციალური და ეკონომიკური განვითარების თემებზე, ევროპაში ყველაზე დიდ კოლექციას მოიცავს. ეს კვლევები განსაკუთრებით საინტერესოა განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისთვის.  დღეიდან, ქართველ მკვლევრებსა და სტუდენტებს ამ მასალების გაცნობა და  გამოწერა უფასოდ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით შეუძლიათ. მონაცემთა ბაზაში სასურველი ტექსტის ამორჩევის შემდეგ, მიმართავთ ეროვნულ ბიბლიოთეკას, შეავსებთ ტექსტის საავტორო უფლებების დაცვის შესახებ განაცხადს და გამოწერილ მასალას რამდენიმე დღეში მიიღებთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში. 

 

>>>
2015-12-14

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2015 წლის კონკურსში დარეგისტრირდა 58 საპროექტო განაცხადი. კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო 3 პროექტი მოხსნა კონკურსიდან.

>>>
2015-12-14

საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა 291 ახალგაზრდა მკვლევარმა. დაფინანსება საერთო ჯამში შეადგენს 429 მილიონ ევროს. თითოეული საგრანტო პროექტისთვის გამოყოფილია, დაახლოებით, 1.5 მილიონი ევრო.  ახალგაზრდა მკვლევარებს საშუალება მიეცათ,  შექმნან თავიანთი კვლევითი გუნდები და განახორციელონ ინოვაციური იდეები.  გრანტები გაიცა ,,ჰორიზონტი 2020“ მიმართულებიდან - ,,Excellent science”, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა.

>>>
2015-12-10

სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში დარეგისტრირდა 43 საპროექტო განაცხადი. სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გენერალური დირექტორის 2015 წლის 3 დეკემბრის N175 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ კონკურსის პირობებთან შეუსაბამო 13 პროექტი მოხსნა კონკურსიდან.

>>>
2015-12-10

გამოვლინდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები.

>>>
2015-12-09

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა შეხვედრა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ DAAD-ის აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის სტიპენდიების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კაი ფრანკე, DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოში დოქ. მარტინ პრაქსენტალერი.

>>>
[1] > [2] > [3] > [4] > [5] > [6] > [7] ... > [71]