GEO ENG
 

 







 

2015-12-10
სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის” კონკურსის შედეგები

სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში დარეგისტრირდა 43 საპროექტო განაცხადი. სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გენერალური დირექტორის 2015 წლის 3 დეკემბრის N175 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ კონკურსის პირობებთან შეუსაბამო 13 პროექტი მოხსნა კონკურსიდან.

მოხსნილი პროექტები


კომისიამ  საკონკურსოდ დარჩენილი 30 საპროექტო განაცხადი შეაფასა  „სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივლისის N129/ნ ბრძანების დანართი 2-ით დამტკიცებული  პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

კომისიის მიერ შეფასებული პროექტები

კომისიამ დაადგინა რანჟირებული სია და  გამოავლენა 4 გამარჯვებული პროექტი, რომელიც წარუდგინა ფონდის გენერალურ დირექტორს დასამტკიცებლად.

გენერალური დირექტორის ბრძანება


გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2015 წლის 14 დეკემბრის 18:00 საათამდე  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!

share