GEO ENG
 

 







 

2015-12-14
ევროპის კვლევის საბჭომ კონკურსის The European Research Council (ERC) Starting Grants შედეგები გამოაცხადა

საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა 291 ახალგაზრდა მკვლევარმა. დაფინანსება საერთო ჯამში შეადგენს 429 მილიონ ევროს. თითოეული საგრანტო პროექტისთვის გამოყოფილია, დაახლოებით, 1.5 მილიონი ევრო.  ახალგაზრდა მკვლევარებს საშუალება მიეცათ,  შექმნან თავიანთი კვლევითი გუნდები და განახორციელონ ინოვაციური იდეები.  გრანტები გაიცა ,,ჰორიზონტი 2020“ მიმართულებიდან - ,,Excellent science”, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა.

 

,,ჩვენი ამოცანაა, ევროპაში შევინარჩუნოთ უნიჭიერესი მკვლევრები  და მოვიზიდოთ ახალი, განსხვავებული თვალთახედვა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მეცნიერებისაგან. ეს გრანტები არის მსოფლიოს უაღრესად საინტერესო იდეების ევროპაში განხორციელების გარანტი: მეცნიერებისათვის თავისუფლებისა და დაცულობის მინიჭება თავიანთი კარიერისა და მიზნების ევროპის კონტინენტზე განსახორციელებლად.“ კარლოს მოედას, ევროკომისარი კვლევის, მეცნიერებისა და ინოვაციის მიმართულებით.

 

,,თავისი დაფინანსების ორი მესამედის ახალგაზრდა მკვლევარებისადმი მიმართვით,  ევროპის კვლევების საბჭომ (ERC) გამოხატა ნიჭისადმი მტკიცე ერთგულება. საწყისი გრანტების (starting grants) მფლობელებს საშუალება ეძლევათ მოიპოვონ დამოუკიდებლობა და მისდიონ თავიანთ შემოქმედებით იდეებს. ევროპას სჭირდება კრეატიულობის წახალისება,  სარისკო, ინოვაციური კვლევის მხარდაჭერა. წელს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დაფუძნებული გრანტის მიმღებების რაოდენობა გაორმაგდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრი არ არის მაღალი, იმედს ვიტოვებ, რომ წლევანდელი შედეგები გახდება მდგრადი, პოზიტიური მიმდინარეობა.“ - ევროპის კვლევების საბჭოს პრეზიდენტი.

 

ახალი გრანტიორები იმუშავებენ სხვადასხვა თემაზე, დაფინანსება ფარავს მეცნიერების ყველა მიმართულებას. კონკურსში  - ERC Starting Grants დაფინანსდა 38 სხვადასხვა ეროვნების გრანტიორი.  ERC  ახალი პროექტები დაფუძნდება ევროპის 23 ქვეყანაში: გაერთიანებული სამეფო (48), გერმანია (47), ნიდერლანდები (32), საფრანგეთი (29) და ა.შ. პირველ ERC   გრანტიორს მიიღებს მალტა.

 

კონკურსში გამარჯვებული მეცნიერების სია

ERC Starting Grants 2015 სტატისტიკა

გამარჯვებული საპროექტო განაცხადების მაგალითები

 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ევროპის კვლევების საბჭოს ვებგვერდს:

www.erc.europa.eu

share