GEO ENG
 

 







 

2015-12-17
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას იაპონიის საერთაშორისო ფონდის ,,Matsumae International Foundation“ მიერ გამოცხადებული პროგრამების შესახებ. კვლევითი პროგრამა იაპონიაში მოიცავს პერიოდს 2017 წლის აპრილიდან - 2018 წლის მარტის ჩათვლით

ონდი  - ,,Matsumae International Foundation“  უპირატესობას ანიჭებს შემდეგ მიმართულებებს: საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებები, მედიცინა.

აპლიკანტი უნდა ფლობდეს დოქტორის აკადემიურ ხარისხს (ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს), იყოს 49 წლამდე ასაკის პირი, რომელიც ფლობს ინგლისურ ან იაპონურ ენას (სასაუბრო დონეზე) და არ არის ნამყოფი იაპონიაში.

პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს  ფონდი ,,Matsumae International Foundation“.

დაინტერესებულმა პირება შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფონდში უნდა წარადგინონ 2016 წლის 31 აგვისტომდე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ გაეცნოთ 2017 წლის სასტიპენდიო პროგრამას.

share